Information

შესავალი

აქტივობის „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) ატარებს ონლაინ ტრენერთა ტრენინგს. ამ ღონისძიების მიზანია ტრენერების მომზადება მასწავლებელთა ტრენინგების დაგეგმვისა და ფასილიტაციისათვის, რათა სკოლის პედაგოგებმა წარმატებით დანერგონ ინტელექტუალური საკუთრების, კრეატიულობისა და ინოვაციის საკითხები სასწავლო პროცესში. EUGIPP არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO). მისი მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

განრიგი
პირადი ინფორმაცია
პრაქტიკული ინფორმაცია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ლინკი გააქტიურდება ღონისძიების დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

შენიშვნა

თქვენი მონაცემების დამუშავება ექვემდებარება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2018 წ. 23 ოქტომბრის რეგულაციას (Regulation (EU) 2018/1725), კავშირის დაწესებულებების, ორგანოების, უწყებებისა და სააგენტოების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ფიზიკური პირების დაცვისა და მონაცემების თავისუფალი გადაადგილების შესახებ. წერილში მოცემულია ინფორმაცია რეგულაციის (Regulation (EU) 2018/1725) მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად. ინფორმაცია აღნიშნულ სარეგისტრაციო გვერდზე თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით იხილეთ კონფიდენციალურობის განცხადებაში.

შეხვედრა გაიმართება ვირტუალურ გარემოში, Microsoft Teams-ში, რომელიც მოითხოვს თქვენი პირადი მონაცემების მართვას. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოთ პირადი მონაცემების მოწოდება ონლაინ კავშირის შეწყვეტით. მონაცემების დაცვის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ კონფიდენციალურობის სპეციფიკურ განცხადებას Privacy Statement.

გამოყენების პირობები

პირები, რომლებიც მონაწილეობენ EUIPO-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ღონისძიებებში Microsoft Teams-ის მეშვეობით, თანხმდებიან:

• უზრუნველყონ მონაცემების (ღონისძიების საიდენტიფიკაციო მონაცემების, პაროლისა და მომხმარებლის სახელის) კონფიდენციალურობა, რომლებიც მათ მიიღეს EUIPO-საგან ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად;

• დაუყოვნებლივ შეატყობინონ EUIPO-ს იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მონაცემები დაიკარგა ან მოიპარეს, ან თუ ცნობილი გახდა მათი ნებისმიერი უნებართვო გამოყენებისა ან უსაფრთხოების სხვა დარღვევის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ვირტუალურ ღონისძიებაზე;

• დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გამოიჩინონ აუცილებელი სიფრთხილე ასეთი ინფორმაციის გაზიარების დროს;

• საკუთარ თავზე აიღონ ინფორმაციის უსაფრთხოების რისკი, რომელიც დაკავშირებულია Teams-ის მეშვეობით ორგანიზებული ვირტუალური ღონისძიების დროს ვიდეოკონფერენციის მომსახურებების გამოყენებასთან;

• გაითვალისწინონ, რომ EUIPO-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა Teams-ის გამოყენების შედეგად გამოწვეულ დანაკარგსა ან ზარალზე, მათ შორის მესამე მხარეებისათვის მიყენებულ ზარალზე, ღონისძიების დროს Teams-ის გამოყენების განმავლობაში ან მის შედეგად;

• საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა მთელი ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა და რელევანტურობაზე, რომელსაც ისინი გაამჟღავნებენ ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობისას;

• არ გამოიყენონ ვირტუალური ღონისძიება ისეთი შინაარსის გადასაცემად, რომელიც არის უკანონო ან შეიცავს პროგრამულ ვირუსსა თუ მსგავს ზიანის მომტან კომპონენტებს;

• გაითვალისწინონ, რომ EUIPO-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ ან სხვა მესამე მხარის მიერ ატვირთული მასალების უკანონო გამოყენებაზე;

• EUIPO-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ონალიან კავშირის დროს რიგი ხარვეზების შესახებ, რომელიც შეიძლება შეხვდეს მომხმარებლებს პლატფორმასთან მუშაობისას.